www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი - ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში
მომწოდებელი: dvv international
თანდართული ფაილი: dvv-grants.zip
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი" - "DVV International" საქართველოში საქმიანობს 2002 წლიდან და მისი ძირითადი მიზანია, ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და წახალისება.

"DVV International საქართველო" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში "ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში".

განცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ა.წ. 11 მარტის 18:00 საათამდე.

პროექტები უნდა ასახავდნენ ინოვაციურ იდეებს ზრდასრულთა განათლებაში, რომლებიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობენ არსებული საზოგადოებრივი პრობლემების ეფექტურად მოგვარებას.

პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა იყოს 4 თვეზე ნაკლები და პროექტი უნდა სრულდებოდეს არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა.

თითოეული საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ევროს. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დონორი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევაში, დააფინანსოს უფრო მაღალბიუჯეტიანი პროექტებიც - 5000 ევროს ფარგლებში.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, გარდა საპროექტო განაცხადის პირველი პუნქტისა. პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი უნდა იყოს ერთიან PDF დოკუმენტად, ხოლო დოკუმენტის დასახელება უნდა მოიცავდეს აპლიკანტი ორგანიზაციის სახელწოდებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა (იხ. თანდართული დოკუმენტი) და მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dvv.innovationfund@gmail.com

კონკურსის შედეგები აპლიკანტებს ეცნობათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არაუგვიანეს ა.წ. 30 აპრილისა.

შერჩევის შემთხვევაში, პროექტის განხორციელების დაწყებამდე, საინიციატივო ჯგუფებს, მოეთხოვებათ ორგანიზაციებად დარეგისტრირება.

დაინტერესებული პირებისათვის გაიმართება ორი საინფორმაციო შეხვედრა 22 და 27 თებერვალს, 16:00სთ-ზე, "DVV International"-ის ოფისში: ყიფშიძის ქ. #20, ბინა 3.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ზემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru