www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო მექანიკური სისტემების საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, "Domson`s Engineering"-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარიხსის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკური სისტემების საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე, შემდეგი მიმართულებებით:

** გათბობა-კონდიცირება;
** ვენტილაციის სისტემები;
** წყალ-კანალიზაციის სისტემები;
** სახანძრო უსაფრთხოების ჰიდრავლიკური სისტემები.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი: თვითდაჯერებული, მოსაუბრე, თავისი პოზიციის გამტანი.
** კრეატიული პიროვნება, გუნდში მუშობის ეფექტური უნარებით.
** კონკრეტული ამოცანების მისაღწევად დამოუკიდებლად მომუშავე პროფესიონალი.
** საინჟინრო ნახაზების წაკითხვის და გარჩევის უნარი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პირადი თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** მეგობრული, თავაზიანი და ადამიანებზე ორიენტირებული.
** დასახულ მიზნებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომლისთვისაც ხარისხი უმაღლესი პრიორიტეტია.
** შესანიშნავი დროის მართვის და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების მქონე პიროვნება.
** რთულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი, რომელსაც მრავალ ამოცანაზე მუშაობის მიუხედავად არ უჭირს დასახული მიზნების მიღწევა.
** მაღალი მოტივაციის დონე და ინოვაციური მიდგომები.

განცხადებაზე გამოხმაურება:

თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან რომელიმე განხრით, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@domsons.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12 მარტი, 2018 წელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru