www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ჰოლდინგი პალიტრა მედია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** შემოსულ დაკვეთაზე ახალი სარეკლამო დიზაინის მოფიქრება;
** კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების დიზაინი/რედიზაინი;
** კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების ციფრული დამუშავება და დასაბეჭდად გამზადება;
** ჟურნალ-გაზეთების ყდებზე მუშაობა, კატალოგებზე მუშაობა და უშუალოდ ჩართულობა გამოცემებზე;
** წიგნების ყდის ვიზუალზე მუშაობა, წიგნის შიდა პაკეტის დიზაინის შექმნა და დამკვეთთან შეთანხმება;
** მისი კომპეტენციის ფარგლებში, სტამბასთან ურთიერთობა და დასაბეჭდი მასალის შესაბამისობის, ვადების კონტროლი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებაში და მის ხარისხიანად შესრულებაში მონაწილეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, Corel Draw.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის 49.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე პორტფოლიოსთან ერთად, ელ. ფოსტაზე: vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი, 2018 წ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru