www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის უფროსი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: დისტრიბუციის უფროსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** პროდუქციის დისტრიბუციის სქემის აწყობა, კონტროლი, გეგმების შედგენა და შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულების მართვა და კონტროლი (კადრების ადმინისტრაციული მართვა)
** გაყიდვების პერსონალისა და დისტრიბუციის გეგმების შემუშავება და გეგმების შესრულების მონიტორინგი
** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** მომსახურებისა და რეალიზაციის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების მაჩვენებლის ყოველდღიური ანალიზი
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა
** ახალი ობიექტების მოძიება; ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური განხრით);
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru