www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

შპს "RS LINE" აცხადებს ვაკანსიებს:

1. IT ინჟინერი

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება - სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა, ინფორმატიკის ან ელექტრო ინჟინერიის განხრით.
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (Windows, Linux-ის ტიპის ოპერაციული სისტემებთან მუშაობის გამოცდილება);
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (LAN, WAN) პროტოკოლები (TCP/IP) და პერიფერიული მოწყობილობები;
** ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად; რუსული და ინგლისურის კარგი ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, არა კონფლიქტური.
** უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოტივირებული მიზანდასახულობა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური უნარები;
** დასახული ამოცანების პრიორიტეტებად დაყოფა-დაგეგმარების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში დასახული ამოცანების შესრულების უნარი.

მოვალეობები:

** კომპანიის მიერ გაყიდული ტექნიკის და პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა, (დისტანციურად და მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტით);
** მომხმარებელთა კითხვებზე დროული რეაგირება, ვითარების სწორი შეფასება, ტექნიკურად მართებული გადაწყვეტილების მიღება, პრობლემატური საკითხების სწრაფი და ხარისხიანი გზით მოგვარება.

კანდიდატების შერჩევა: კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს ვაკანსიის მოთხოვნებს.

2. ელექტრო-ინჟინერი, პროგრამისტი

მოვალეობები:

** მოწყობილობების სისტემური და პროგრამული გამართვა
** მოწყობილობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა
** აპარატის არქიტექტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფუნქციონალის და პარამეტრების ღრმა ცოდნა

მოთხოვნები:

** ელექტრონიკის და აპარატურული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა.
** აპარატურის ოპერაციული სისტემების ცოდნა,
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** უმაღლესი ტექნიკური განათლება; ** ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ენების ფლობა: აუცილებელი მოთხოვნაა ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; ** ახალი საქმიანობის და ცოდნის დაუფლების სურვილი; ** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშობის უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;

3. გაყიდვების/პროექტების მენეჯერი

მოვალეობები:

** შეხვედრები ახალ და არსებულ მომხმარებლებთან
** პრეზენტაციების განხორციელება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა. ** ტენდერებში მონაწილეობა
** პროდუქტების მონაცემების და მახასიათებლების ღრმა ცოდნა. ** Email ის შექმნა, ტექსტის და სარეკლამო კონტენტის მომზადება - გამოსახულება/ფოტო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკურ ან/და ეკონომიკურ დარგში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია InDesign, Corel Draw, Photoshop
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@rsline.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru