www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის აღრიცხვის ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000108
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: საწყობი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მიმართულებით საწყობში.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამების ცოდნა: ORIS; 1C.

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო ობიექტზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (მიღება, გაცემა, უკან დაბრუნება);
** სამშენებლო ობიექტზე მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, ასახვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის გაცემა, ასახვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, დასაწყობების და შენახვის პროცესების მართვა;
** პერიოდული ინვენტარიზაციების ჩატარება და რეპორტინგი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/108



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru