www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის ექსპრეს კურსი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / განცხადების ვადა: 11 მაისი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ინგლისური ენის ექსპრეს კურსს.

კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელს:

** თანამედროვე ინგლისური ენა რეალური, ყოველდღიური ურთიერთობის მაგალითზე
** კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარ-ჩვევები (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით)
** ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა
** ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები, რომლებიც ყოველდღიურ, ყოფით რეალობაში (სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა. შ.) გამოიყენება
** ჩამოუყალიბოს პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევები; ხელი შეუწყოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხერხებისა და მეთოდების დაუფლებას, რათა მან შეძლოს: გაბმული მეტყველებიდან აზრის გამოტანა; სპონტანური კომუნიკაციის დამყარება ყოფით რეალობაში; ნაცნობ თემებზე მიმდინარე საუბარში ჩართვა; საკუთარი აზრის თავისუფლად ჩამოყალიბება, არგუმენტის აგება, მსჯელობა ზეპირად და წერილობით მარტივი წინადადებებითა და ლექსიკით; უცხოელის მეტყველებიდან დედააზრის გამოტანა და საკუთარი ნათქვამის გამართულად გადმოცემა; ნაცნობ თემაზე დაწერილი უცხო ტექსტიდან დასკვნის გაკეთება; ინგლისურ ენაზე მცირე ზომის პრეზენტაციების გაკეთება და კითხვებზე პასუხის სპონტანურად გაცემა; აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის ხელოვნების დაუფლება.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

კურსის თემატიკა:

ლექსიკური ნაწილი:

** ოჯახური ურთიერთობები; მშობლები და შვილები; საკვები და ეკოლოგია; ბუნება; სპორტი; მუსიკა; გართობა და თავისუფალი დრო; ექსტრემალური სიტუაციები; მაღალი ტექნოლოგიები; განათლება; ჯანმრთელობა
** შედგენილი ზედსართავი სახელები; არსებითი და ზედსართავი სახელების მაწარმოებელი სუფიქსები და პრეფიქსები; წინდებულის გამოყენება ზედსართავი სახელების შემდეგ; ფრაზული ზმნები; სხეულის ნაწილებთან დაკავშირებული იდიომები; არსებითი სახელებისა და ზმნების ფიქსირებული წყვილები; სინონიმები და მათ შორის არსებული განსხვავებები; იდიომები; ლათინური და სხვა ევროპული ენებიდან შემოსული სიტყვები; სიტყვის დეფინიცია; უცხო სიტყვის კონტექსტთან მისადაგება; ლექსიკური ერთეულები, რომლებიც სცილდება ყოფითი რეალობის ფარგლებს; თემატურად მდიდარი ტექსტები და ა. შ.

გრამატიკული ნაწილი:

ინგლისური ენის დროთა სისტემა; სტატიკური და დინამიური ზმნები; სრული დროების შეპირისპირება განუსაზღვრელ დროებთან; მომავალი მოქმედების გამოხატვის საშუალებები ინგლისურ ენაში; მოდალური ზმნები; განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადებები; ზმნის ინფინიტივური და გერუნდიული ფორმები; ხოლმეობითის გამოხატვის საშუალება; ზედსართავი სახელი და მისი რიგითობა; ძახილის და ბრძანებითი წინადადებები; კავშირები; პირობითი წინადადების სამი ტიპი და ა. შ.

ტრენერი: მარიამ გაბისონია - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

კურსის განრიგი:

** კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (1 მაისი - 25 ივლისი) 25 (3 საათიანი შეხვედრა) - 75 სთ
** დაწყების თარიღი: 1 მაისი
** ჩატარების დღე: (კვირაში 2-ჯერ) ოთხშაბათი - შაბათი
** ჩატარების დრო: ოთხშაბათი 7:00 - 10:00; შაბათი 6:00 - 9:00

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

ღირებულება: 450 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

კურსის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru