www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი - ქუთაისი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის თანამდებობაზე ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ვადაგადაცილებაში მყოფ კლიენტებთან:

** სატელეფონო კომუნიკაცია;
** ვიზიტების განხორციელება;
** მოლაპარაკებების წარმოება.

2. ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
3. საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მიმართულებით, საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** მართვის მოწმობა;
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3x4), შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პრობლემური სესხების ოპერატორი - ქუთაისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru