www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სადაზღვევო აგენტი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" გთავაზობთ ანაზღაურებად დასაქმებას სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე, ქალაქ ზუგდიდში.

სადაზღვევო აგენტის პოზიცია არის დასაქმება სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის. სადაზღვევო აგენტის პოზიცია განკუთვნილია ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ შესაძლებლობა - შეუერთდნენ "ალდაგის" გუნდს.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს
** მზარდ ანაზღაურებას
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** თქვენზე მორგებულ, თავისუფალ გრაფიკს - დღეში 4 სამუშაო საათი
** მეგობრულ ატმოსფეროს
** მიიღოთ ანაზღაურება საშუალოდ 300-400 ლარი და მეტი

სადაზღვევო აგენტის მოვალეობებია:

** კლიენტების მოძიება სხვადასხვა ლოკაციებზე (ბენზინგასამართი სადგური, სავაჭრო ცენტრი, ავტობაზრობა, ავტოსერვის ცენტრები, პარკირების ადგილები და სხვა);
** ოფისიდან პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
** კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagi.ge და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ: "სადაზღვევო აგენტი - ზუგდიდი".

ან შეავსეთ ალდაგის ვაკანსიის განაცხადი ალდაგის ვებ-გვერდზე: http://goo.gl/tFf3BS ან ეწვიეთ ალდაგის Facebook-ის დასაქმების გვერდს: https://goo.gl/ZDGlkJ

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru