www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი/სტაჟირება
მომწოდებელი: Green Cat
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

თუ შენ გიყვარს ხატვა, ხელიდან ვერ გაგდებინებენ ფანქარს ან მაუსს, უნივერსიტეტში ყველა მერხი შენი მოხატულია და არ იცი რით დაკავდე თავისუფალ დროს, მაშინ შენ გაქვს 4 "კი", რომ დაიწყო ჩვენთან სტაჟირება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ციფრული მარკეტინგის სააგენტო "Green Cat" ლათინურად ნიშნავს მხიარულს, დაუღალავსა და ენერგიულს. ვმუშაობთ ვებ პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის, დიჯიტალ მარკეტინგის, ივენთ მენეჯმენტის (აზრზე არ ვართ რატომ ივენთების განხრით) და არქიტექტურის (ესეც უცნაური) მიმართულებით.

გუნდის ახალი წევრისგან ვითხოვთ:

** ხატვის ნიჭს! მინიმუმ ამბიციას, რომ აქვს ხატვის ნიჭი
** Photoshop და Illustrator პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას
** ლოგოტიპების, ბრენდ ბუქების, ლუქ ბუქების, აიქონების, ვებ ბანერების არსებობის ცოდნას ☺
** გრაფიკული დიზაინის საფუძვლებისა და ფერთა შეხამების ცოდნას
** რუსული ან ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნას

განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება დიზაინის განხრით - არ გვჭირდება!
** ვიდეო ტრენინგებით, ლექციებით, ვორქ შოპებით თვითნასწავლი - მივესალმებით!
** წიგნები, ფორუმები, სტატიები, გრაფიკული დიზაინის პორტალების აქტიური გამომწერი - უკვე გვიყვარხართ!
** საკუთარი ბლოგი, ნამუშევრები ან ვიდეო ლექციები - ვინ ხართ?

სტაჟირების პირობები:

** არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, მორგებული თქვენი სასწავლებლის გრაფიკზე;
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო (კომფორტი აყვანილია თითქმის სახლის პირობებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხალათით და ჩუსტებით შეძლებთ სიარულს);
** საკუთარი იდეების/სტარტაპის ხორცშესხმის საშუალება;

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს გთხოვთ რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნოთ პორტფოლიო. კანდიდატის შერჩევა მოხდება მხოლოდ ნამუშევრების მიხედვით. ნამუშევრებში რა თქმა უნდა არ იგულისხმება შესრულებული შეკვეთები. როგორც ხვდებით, სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.

ციფრული მარკეტინგის სააგენტო Green Cat გისურვებთ წარმატებებს!

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე graphics@greencat.agency
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში http://www.fb.com/greencat.agency
არ დაგავიწყდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობა http://www.greencat.agency



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru