www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სასწავლო კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით დამწყებ სპეციალისტებს, სტუდენტებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და დაინტერესებულ ყველა პირს ადამიანური რესურსების მართვის სასწავლო კურსზე.

მსხვილ თუ პატარა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმატებულ მუშაობას მეტწილად განაპირობებს ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. HR მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, სამუშაოს ანალიზი, პერსონალის ფორმირებისა და მართვის პროცესი.

რას ვისწავლით?

კურსის ფარგლებში, შესწავლა ხდება ყველა იმ სიახლეების და მსოფლიოში არსებული ტენდენციებს გათვალისწინებით, რაც არის პერსონალის მართვის მიმართულებით. მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ინოვაციურ მოდელს და მეთოდიკას, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის პრაქტიკაში წარმატებით განსახორციელებლად.

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატს.

ტრენინგის თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები; HR კომუნიკაციის პრინციპები;
** კორპორატიული კულტურა;
** კარიერის მართვა;
** პერსონალის განვითარება;
** სამუშაოს ანალიზი;
** შეფასება;
** საკადრო იურიდიული საკითხები;
** სხვა HR თემები, გუნდის ინტერესის შესაბამისად;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 240 ლარი (1 მსმენელი)
ტრენინგებს უძღვებიან მოწვეული პრაქტიკოსი HR მენეჯერები.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 02 მაისი, 2018

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

ტრენინგი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები. გათვალისწინებულია შესვენება ყავა/ჩაი.

კურსის ბოლოს გაიცემა ევროპის აკადემიური ცენტრის სერტიფიკატი, ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული.
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 15%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 5%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 5%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://goo.gl/8LYlcm

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru