www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, მოლარე
მომწოდებელი: ეკონომმიქსი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

კომპანია "ეკონომმიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

1. კონსულტანტი

სამუშაო პირობები:

** ასაკი 18-45 წ;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე;

2. მოლარე

** ასაკი 18-45წ;
** უმაღლესი განათლება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;

სამუშაო განაკვეთი: დღის/ღამის ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@ekonommix.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru