www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Gallery Inn
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

"Gallery Inn" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მთავარი ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება,კონტროლი
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან
** სასტუმროს ყველა სხვა მომსახურების ფასის/ტიპის ცოდნა
** მომხმარებლის მონაცემების შეგროვებისა და სასტუმროს სისტემაში შეყვანის უზრუნველყოფა
** სასტუმროს დაკავებულობისა და სტუმართა სტატუსების რეპორტების დროულად და სიზუსტით მომზადების უზრუნველყოფა
** მიმღები განყოფილების თანამშრომლებისათვის დღის გეგმის ყოველდღიური გაცნობა დათანამშრომელთა ფუნქციების შესაბამისად განაწილება
** სასტუმროს დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების,შემოსული და შემოსასვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა თავისუფალ დონეზე კომპიუტერული პროგრამების თავისუფალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** პრეზენტაბელური გარეგნობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას
** მაღალ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: m.mskhvilidze@hotelgalleryinn.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru