www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფავოლა
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

ყვავილების სალონი "ფავოლა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების დაგეგმარება და ორგანიზება
** პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება და სამუშაო ბაზის შექმნა
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა
** მოლაპარაკებების წარმოება
** პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი და ანალიზი
** შეკვეთების კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში სასურველია;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** გუნდურობა;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი (მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისათვის)
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@favola.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru