www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო რისკების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 12 მაისი

სააქციო საზოგადოება "იმანი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში საოპერაციო რისკების მეთოდოლოგიის შემუშავება/დახვეწა
** ბიზნეს-პროცესში არსებული საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია და შეფასება;
** იდენტიფიცირებული რისკების დოკუმენტაციის წარმოება, მართვა;
** რისკების მინიმიზაციის სამოქმედო გეგმების შემუშავება და პროექტების მართვა;
** მომსახურების არსებული და ახალი პროდუქტების დანერგვასთან დაკავშირებული საოპერაციო რისკების დადგენა, შეფასება და ანალიზი კომპანიაში შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად
** ბიზნეს საქმიანობების (მათ შორის, იტ-პროექტების ნაწილში ანალიტიკური შეფასებებით) პროექტებისათვის საოპერაციო რისკების შეფასება და დოკუმენტალური ანგარიშის წარმოდგენა;
** ბიზნესის უწყვეტობის მართვის პროცესების მხარდაჭერა;
** დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების მათ შორის, იტ-პროექტების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების ან რისკების მართვის მიმართულებით (სასურველია MBA ან მაღალი დონის სერტიფიცირება რისკების მართვის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლის გამოცდილება ფინანსურ სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო რისკების მართვის კუთხით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების რეგულაციების ცოდნა;
** ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი ნორმატივების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა, შესრულების სიზუსტე და აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: HR@emoney.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საოპერაციო რისკების ხელმძღვანელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 მაისი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 29



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru