www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე, თბილისში

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მიღება და მოთხოვნის გამოვლენა;
** პირველადი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია და საჭიროების შესაბამისად გადამისამართება;
** მომსახურების ორგანიზება რიგის მართვის სისტემის საშუალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული განათლება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის, მინიმუმ, 6 თვიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები:

** პრეზენტაბელური;
** აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** კეთილგანწყობილი;
** ემოციურად გაწონასწორებული;
** კონფლიქტის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru