www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 23 აპრილი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

აღნიშნული პოზიციისთვის კომპანია აყვანილ კადრს უზრუნველყოფს:

** პროდუქციისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების შესწავლით
** სწავლა - პრაქტიკის მიზნით მწარმოებელ ქარხანაში მივლინებით

მთავარი მოთხოვნა კანდიდატის მიმართ:

** აუცილებელია: ინგლისური ან/და თურქული ენების ცოდნა
** მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი: ქვემოთ ჩამოვლილი რომელიმე კატეგორიის მასალის ცოდნა
** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი: განათლება სამშენებლო მიმართულებით
** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი: მსგავსი მასალების გაყიდვებში გამოცდილება

ტექნიკური მენეჯერი გვჭირდება შემდეგი მიმართულებებით:

** აბაზანის პროდუქციის ტექ. მენეჯერი
** კერამიკა, ფილების ტექ. მენეჯერი
** გათბობა-კონდიცირების ტექ. მენეჯერი
** ელექტროობა-ელექტროხელსაწყოების ტექ. მენეჯერი
** ლიფტი, ექსკალატორის ტექ. მენეჯერი
** იატაკი, კარი, ავეჯის ტექ. მენეჯერი
** სასახურავე მასალების ტექ. მენეჯერი
** საღებავი, დეკორაცია, იზოლაციის ტექ. მენეჯერი

მოვალეობები:

** იმ პროდუქტის ირგვლივ, რომლის ტექნიკური მენეჯერიც იქნება: ბაზრის კვლევა და ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა
** საცალო მომხმარებელთან პრობლემატური ტექნიკური საკითხების მოგვარება
** ხელოსნების მოძიება და ბაზის შექმნა
** ტექნიკური ჯგუფების, სერვისების მოძიება და ბაზების შექმნა
** "გორგიაში" დასაქმებული ხელოსნების დახმარება და სწავლება
** პრეზენტაციების ჩატარება ჩვენს პარტნიორ ობიექტებზე. პროდუქციის წარდგენა, პრეზენტაცია, შეთავაზებების გაკეთება.

ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული პროცენტი რეალიზაციიდან.

გთხოვთ, 2018 წლის 23 აპრილამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject6@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru