www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 9 ივნისი

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "METROMART"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თანდასწრებით გასაყიდი პროდუქციის შემოწმება;
** მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საგარანტიო მომსახურეობის შესახებ;
ვპრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია, პრობლემის გამოვლენა, აღმოფხვრა;
** საჭიროების შემთხვევაში სერვის ცენტრში გადამისამართება, მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება პროდუქციის მონტაჟის შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ტექნიკის ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება ;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პიროვნული თვისებები :
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 09 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru