www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მექანიკოსი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო კომპანია, რომელსაც აქვს ობიექტები თბილისსა და ფოთში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: http://primeconcrete.ge

პოზიცია: უფროსი მექანიკოსი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: ფოთი

სამუშაო აღწერილობა:

** უხელმძღვანელოს სამშენებლო მექანიზაციისა და სხვა ტექნიკის სარემონტო სამუშაოებს
** ყოველკვირეულად მექანიკოსების ჯგუფთან ერთად მიიღოს გეგმა-გრაფიკი სპეციალურ მანქანებზე და დანადგარებზე კვირის განმავლობაში პრევენციული სამუშაოების ჩატარების შესახებ
** უზრუნველყოს პრევენციული სამუშაოების ჩატარება გეგმის შესაბამისად, ნორმატიულ ვადებში , ხარისხიანად და უსაფრთხოდ
** მიმდინარე კვირის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის შესაბამისად მოიმარაგოს საჭირო მასალები მარაგ-ნაწილები, ხელსაწყოები. ** დაიცვას მათი მოხმარების წესები
** მეთვალყურეობა გაუწიოს მასალების სწორ ხარჯვას
** მეთვალყურეობა გაუწიოს მანქანა-დანადგარების დაშლა-აწყობას, გარეცხვას, შეპოხვას
** ხელმძღვანელობა გაუწიოს სპეციალურ მანქანებზე და დანადგარებზე არა გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესრულებას, მოახდინოს ნებისმიერი სახის და სირთულის ხარვეზის იდენტიფიცირება
** დარწმუნდეს შეკეთებული ტექნიკის გამართული და უსაფრთხო მუშაობში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მექანიკოსად მუშაობის მინიიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მექანიკოსების ჯგუფის უფროსად სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** მანქანა-დანადგარების ტექნიკური მომსახურების პროცესის ცოდნა
** ტექნიკური მომსახურების გაწევისტვის საჭირო მასალების, ინსტრუმენტებისა და მათის გამოყენების წესების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც გავლილი აქვთ აღნიშნულ სფეროში პროფესიული ან სასერთიფიკატო კურსი

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** განვითარების სურვილი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru