www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

კომპანია "ინტელექსპრესი " აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. უნივერსალური მოლარე-ოპერატორ/ექსპერტ-შემფასებელი

ადგილმდებარეობა: თბილისის ცენტრალური ფილიალი
განაკვეთი: სრული (დღის და ღამის ცვლა)
შტატი: 1

სამუშაოს აღწერილობა: საბანკო და სალომბარდე ოპერაციების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასების პრაქტიკული გამოცდილება;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილგანწყობილება.

ანაზღაურება: დღიური, გამომუშავებით
შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას საბანკო და სალომბარდე სფეროში.

2. უნივერსალური მოლარე-ოპერატორი აეროპორტში

ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
განაკვეთი: სრული (დღის და ღამის ცვლა)
შტატი: 2

სამუშაოს აღწერილობა: საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა, კონვერტაცია, კომუნალური გადახდები და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონის ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობინადრე კანდიდატებს.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილგანწყობილება.

ანაზღაურება - ფიქსირებულს + ბონუსი ბრუნვიდან.
შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას საბანკო სფეროში.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge

განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 ივნისი.

ინტელექსპრესი http://inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირსა და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები; კომპანია, ორიენტირებულია ქართულ დიასპორასა და მის მოთხოვნებზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru