www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: Gulf Georgia
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

შპს "სან სთორზი" - საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების) ქსელში მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ლაგოდეხი, თელავი, საგარეჯო, ფოთი; ახალციხე, ზესტაფონი (სიქთარვა).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com ან შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა https://gulf.ge/ge/vacancies 2018 წლის 14 ივნისამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან სთორზის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან სთორზი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან სთორზის" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან სთორზს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები (გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე), შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან სთორზი", თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის, პერსონალური მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru