www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზიდენტურა - საოჯახო მედიცინა
მომწოდებელი: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში" 2018 წლის 14 მაისს სარეზიდენტო პროგრამაში "საოჯახო მედიცინა" სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად ცხადდება საჯარო კონკურსი 10 ვაკანტურ ადგილზე.

საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით "სამკურნალო საქმე" და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი; (შემდგომში მაძიებელი)

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
** ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
** პირადობის/ქვეყნის რეზიდენტის მოწმობა;
** ფოტოსურათი ზომით 3x4;

კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

** კონკურსანტის საბუთების შეფასება;
** ინგლისურენოვანი ტესტური გამოცდა სპეციალობაში;
** გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან

საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.

კონკურსის ვადები:

** საბუთების მიღება: 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 14 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 11: 00 სთ-იდან 16 : 00 სთ-მდე, შპს "დავით ტვილდიანის სამეიცინო უნივერსიტეტში" (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, რეზიდენტურის დეპარტამენტში II სართულზე)
** საბუთების განხილვა 2018 წლის 14-დან - 17 ივლისამდე;
** ტესტური გამოცდა და გასაუბრება: 2017 წლის 21 ივლისს 12:00 სთ-ზე;
** კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2018 წლის 28 ივლისს, ოფიციალურად შპს "დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი"-ს ვებ გვერდზე: http://dtmu.edu.ge
** პროგრამა დაიწყება 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

საკონტაქტო პირები:

ნინო რიგიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის კოორდინატორი) - ტელ: 599 903 445; nini_rigishvili@yahoo.com | residency@dtmu.edu.ge

ლიზა გოდერძიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ტელ: 555 395 593; lizagoderdzishvili@gmail.com

მარიკა სუპატაშვილი (პროგრამის დირექტორი) ტელ: 599 995 899



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru