www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოცმეთაური, ასმეთაური
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ასმეთაურის და ოცმეთაურის თანამდებობაზე.

უნიფორმას და სათანადო აღჭურვილობას უზრუნველყოფს დაცვის კომპანია "ალგანი".

** ასაკი: 35-45;
** სიმაღლე: 180 სმ-დან;
** განათლება: უმაღლესი.

ძირითადი მოვალეობები:

ასმეთაური:

** ოცმეთაურის და ოპერატიული დანაყოფის ზედამხედველობა;
** ოპერატიული ჯგუფების შეთანხმებული და გამართული მუშაობის კოორდინაცია, ცვლების გადაბარების კონტროლი, ოცმეთაურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიული ჯგუფების შეთანხმებული და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების და აღჭურვილობის კონტროლი;

სამუშაო საათები: ყოველ მეცხრე დღეს 24 საათის განმავლობაში: 10 საათიდან 10 საათამდე.

ოცმეთაური:

** განსაზღვრულ სამოქმედო კვადრატში ოპერატიული ჯგუფების საქმიანობის კონტროლი;
** ოპერატიული ჯგუფების შეთანხმებული და გამართული მუშაობის კოორდინაცია, არსებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გაცემა და ინსტრუქტაჟი;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების და აღჭურვილობის კონტროლი;

სამუშაო საათები: ყოველ მესამე დღეს 24 საათის განმავლობაში: 10 საათიდან 10 საათამდე.

სამუშაო გამოცდილება: ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით ან დაცვის სამსახურში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ოფიცრის წოდება.

უნარები:

** ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
** ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მიუშაობის უნარი.
** დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი.
** საოფისე პროგრამების და ინტერნეტში მუშაობის სრულყოფილად ფლობა.
** ენების ცოდნა: ქართული, სასურველია რუსული, ინგლისური.

ანაზღაურება - შეთანხმებით

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად და სამუშაო ადგილიდან ცნობა - დახასიათება, რეკომენდაცია მისამართზე: hr@algani.ge მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru