www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეალური გარემოს მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას რეალური გარემოს მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარის" საბანკო სისტემასთან დაკავშირებით შემოსული ტექნიკური საკითხების კვლევა და ვერსიების, ბილდების, API-ების პრობლემების აღმოფხვრა, საბანკო სისტემისა და მისი შემადგენელი მოდულების, API-ების დაყენება და გამართვაში მხარდაჭერა, საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ business domain-ში გარკვევა, შესაბამისი დეველოფმენთ გუნდისა და არქიტექტორების დავალებების შესრულება.

კომპეტენციის ფარგლები:

** Microsoft SQL, Microsoft Windows სერვერის ინსტალაცია, კონფიგურირება, მართვა;
** Microsoft SQL სერვერზე დეველოფმენთი, T-SQL ცოდნა, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია;
** პრობლემების დიაგნოსტიკა და ცვლილებებისა და ინციდენტების მართვის ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომუნიკაცია კომპანიის შიგნით და კომპანიის კლიენტებთან, კონსულტაციების გაწევა, ახსნა;
** ცვლილებების გაცნობა, სხვადასხვა გუნდის ტესტირებასა და პრობლემების აღმოფხვრაში დახმარება, დანერგვებში მონაწილეობა;
** დასანერგი პაკეტების მომზადება და მიწოდება, ინსტრუქციების დაწერა და გადაცემა.

ტექნიკური უნარები:

** SQL Server (T-SQL), C#, .NET, WCF, WEB API, Debugging and troubleshooting
** Docker, continuous integration and deployment სხვა ინსტრუმენტების ცოდნა ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე ამოცანის/პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2018 წლის 8 ივნისამდე. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru