www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კრედიტ პლუს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (ოქროს ექსპერტ-შემფასებლის) პოზიციაზე თბილისში.

"კრედიტ პლუს ჯორჯია" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლიდან და დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია 10 ფილიალის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელზე მორგებული სესხის პირობებით ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის განვითარებას და წარმატებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, არაყიშვილის ქ. #2; სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება
** მომხმარებლებთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულების გამოვლენა
** კონვერტაციების ოპერაციების წარმოება
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება
** შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება
** ოქროს მიღება, შეფასება
** კომუნალური ოპერაციების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი
** ძვირფასი მეტალების შეფასების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** ნაღდ ფულთან და ოქროსთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:

** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი
** პუნქტუალობა

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@creditplus.ge არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი თბილისი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru