www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური კონტროლიორი
მომწოდებელი: ნესტლე
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 28 მაისი

შპს "ნესტლე საქართველო", კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, აცხადებს ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევას.

ფინანსური კონტროლიორის ძირითადი ფუნქციები:

** დინამიური პროგნოზების შედგენა და ფინანსური ანგარიშების მომზადება და ოპტიმიზაცია;
** კომპანიის სხვადასხვა ბიზნესების ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი;
** ბიზნეს სცენარებისათვის ფინანსური მოდელების გაანალიზება;
** ფაქტიური ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში;
** ხარჯების ანგარიშის მომზადება;
** ფასების შედარებითი ანალიზი რეგიონის მასშტაბით და სისტემაში შეყვანა;
** ასორტიმენტის ოპტიმიზაციის პროცესის წარმართვა და განხორციელების კონტროლი;
** ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტის მომზადება და კონტროლი;
** თითოეულ პროდუქტზე მომგებიანობის მაჩვენებლების განახლება;
** ინვესტიციების ანალიზი ბრენდების მიხედვით;
** ბაზრის ბიზნეს სტრატეგიის განსაზღვრის პროცესის წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ფინანსებში;
** საერთაშორისო და ლოკალური ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** 5 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის და ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

ფინანსური კონტროლიორის შერჩევაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 28 მაისამდე მისამართზე jobs@ge.nestle.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru