www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://amboli.ge | http://facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება (I თვე - 200 ლარი, II თვე - 400 ლარი, III თვე - 600 ლარი). სტაჟირების დასრულების შემდეგ (IV თვიდან) ანაზღაურება - 600 ლარი + ბონუსი; 1 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ - 700 ლარი + ბონუსი; 2 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ 800 ლარი + ბონუსი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru