www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და განვითარება
** არსებული პროგრამების თანხლება
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** პროგრამირების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Microsoft.Net (.Net 3.5 და ზევით) პლატფორმაზე;
** C#-ის სრულყოფილი ცოდნა;
** Web-პროგრამირების გამოცდილება (ASP.NET MVC);
** HTML, CSS, JavaScript-ის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (Microsoft SQL Server);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა.

სასურველია: Xamarin (Mobile App Development)-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროგრამისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ივნისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru