www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერვიუერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის პოზიციაზე.

"ეისითი" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. პროფესიონალთა გუნდი "ეისითი"-ის ყველაზე ღირებული აქტივია. "ეისითი" კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს ეისითიში 60-მდე მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
სამუშაო გრაფიკი: დასაქმება მოხდება პროექტული წესით.

ანაზღაურება: გამომუშავებით განხორციელებული პროექტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** პირისპირ ინტერვიუს ჩატარება (კარდაკარის პრინციპით) განსაზღვრულ ვადებში;
** სამუშაოსთან დაკავშირებული/განსაზღვრული ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა;
** განხორციელებული სამუშაოს ანგარიშგება ველის მენეჯერთან;
** ზოგად ტრენინგებზე/პროექტით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება (ნებისმიერ სფეროში);
** ასაკი: 18 +
** სასურველია კვლევის სფეროში გამოცდილების ქონა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ გრაფიკს;
** საინტერესო გამოცდილებას;
** ინტერვიუერებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ანაზღაურებას საქართველოში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსურათით 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com და არ დაგავიწყდეთ სათაურის ველში პოზიციის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru