www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მრჩეველი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://nova.ge | http://avzi.ge | http://saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას (საგამოფენო დარბაზისთვის) კლიენტთა მრჩეველის პოზიციაზე თბილისში.

კლიენტთა მრჩეველის მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** კორექტულად და კეთილგანწყობით მოეკიდოს თითოეულ მყიდველს, ყურადღება მიაქციოს საკუთარი მეტყველებისა და მანერების დახვეწილობას;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
** გასცეს გაყიდული საქონელი;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილი და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@nova.ge სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კლიენტთა მრჩეველი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru