www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბეიბი ლაინი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინ"-ის პროფილს წარმოადგენს ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საგნების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე. იმპორტული პროდუქციის მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასის გამო, კომპანია უკვე 11 წელია ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ამ სფეროში.

სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მერჩენდაიზერის ძირითადი მოვალეობები:

** სტენდზე პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება;
** მარაგის კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატეოსობად ჩაითვლება)
** ასაკი: 18-35 წელი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილის ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება)

პირობები:

** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: info@babyline.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივნისი.

"ბეიბი ლაინი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru