www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორატორიის ასისტენტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

"ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფაა. "ნუტრიმაქსი" წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია Nutreco-ს და მისი შვილობილი კომპანია: Trouw Nutrition-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქცია იყოს მუდმივად უმაღლესი და სტაბილური ხარისხის და ასევე ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ საქართველოს ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორატორიის ასისტენტის პოზიციაზე (დასაქმების პერსპექტივით).

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
** ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა;
** ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;

სავალდებულო მოთხოვნები:

** საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულების განათლება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

კონკურსის ეტაპები:

CV-ების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@nutrimax.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლაბორატორიის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru