www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბლოკჩეინ ტექნოლოგია - საწყისი კურსი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

ბლოკჩეინ ტექნოლოგია - საწყისი კურსი

კურსი გათვლილია ნებისმიერი სპეციალობის მსმენელისთვის, კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს რევოლუციური ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები და გამოყენების შესაძლებლობები, კურსში მონაწილე შეიძენს თეორიულ და პრაქტიკულ საბაზისო ცოდნას ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.

ბლოკჩეინ 1.0 - ბლოკჩეინის და ბიტკოინის მოკლე კურსი (3 საათი):

** ბლოკჩეინი (რა არის ბლოკჩეინი, განმარტება)
** კრიპტოვალუტა (რა არის კრიპტოვალუტა, კრიპტოგრაფია)
** ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა (ბიტკოინის ქეისი)
** ბიტკოინი (მუშაობის პრინციპი, ლოგიკა, ალგორითმი, გარჩევა)
** მაინერი (მაინერის ტიპები და მუშაობის პრინციპი)
** კრიპტოვალუტის ემისია, (განაწილება, PoW, PoS, კონსესუსი)
** აისიო და ტოკენები
** საფულეები

კრიპტო ვალუტების უსაფრთხოება და ანონიმურობა. (1.5 საათი)

შესავალი თეორიულ პრაქტიკული კურსი. (1.5 საათი):

** რა არის მაინინგი მისი როლი ბლოკჩეინში.
** მიმოხილვა მაინერის ცნობილი ტიპების და მათი პლიუსები და მინუსები, მაინინგში გამოყენებადი პოპულარული ჩიპების განხილვა და მათი უპირატესობები ASIC-ის და GPU-ს მაგალითზე.
** როგორ გამოვთვალოთ მოპოვების მომგებიანობა?
** რა არის პული და მათი მუშაობის პრინციპები.
** რა არის ქლაუდ მაინინგი და მისი უპირატესობები და მინუსები.

პრაქტიკული საწყისი კურსი მაინინგში. (1.5 საათი):

** პრაქტიკულ კურსში შეისწავლება Bitmain-ის Asic-მაინერის საფუძველზე მაინერის ექსპლუატაციის პრინციპი.
** მაინერის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკური გარემო პირობები. პრაქტიკულად გამოვიყენებთ სალექციო კურსში მაინერს.
** გრაფიკული ბარათების (GPU) მაინერის ტექნიკური მოწყობილობების განხილვა და მისი შემადგენელი ნაწილების შესწავლა-განხილვა.
** ტექნიკურად გამართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია Windows-ის და Linux (hiveos)-ის ბაზაზე, მაინინგში გამოყენებადი საჭირო პროგრამების ინსტალაცია და კონფიგურაცია.

კურსის შემაჯამებელი ლექცია. (1:5 საათი)

კურსის ხელმძღვანელი: ფრიდონ სტეფნაძე, ვახტანგ გურგენიძე, დავით ჭუმბურიძე
კურსის ღირებულება: 450 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (ჯამში 9 საათი)

რეგისტრაციისთვის იხ. ბმული: http://itacademy.ug.edu.ge/blok.php

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 637 947

itacademy@ug.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru