www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ტესტერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 28 მაისი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტესტერის პოზიციაზე.

სამუშაო მოთხოვნები:

** ვებ-გვერდთან და მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებული ცვლილებების პროცესის ტესტირება და მონიტორინგი;
** ხარვეზების პოვნა აღწერა და გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან;
** სხვადასხვა ტექნიკური ამოცანების შესრულება და რეპორტინგი;
** IT პროექტების ჯგუფთან ერთად სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, შესაძლოა იყოს ბოლო კურსის სტუდენტი ან აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტესტირებისა და მონიტორინგის სისტემების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია ტესტირების ავტომატიზაციის პროგრამების ცოდნა ( Selenium /Espresso )
** ვებგვერდისა და მობაილ აპლიკაციის მუშაობის პრინციპების ცოდნა
** პრიორიტეტი მიენიჭება პროგრამირების ენებიდან: Angular / HTML / JavaScript / C# ელემენტარული ცოდნას
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** დროის მართვა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** დღესდღეობით თიბისი ფეი აქტიურად ანვითარებს ონლაინ გადახდების პლატფორმას, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს.
** ამ მიზნით ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

გთხოვთ არაუგვიანეს 28 მაისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru