www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სატელეფონო მომსახურება;
** დეტალური სატელეფონო კონსულტაციის გაწევა მათი საჭიროების დადგენის მიზნით;
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა;
** პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ სატელეფონო გაყიდვებში გამოცდილების მქონე პირებს);
** გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru