www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა კონტროლისა და რისკების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 3 ივნისი

"ვიონის" ჯგუფის წევრი კომპანია "ბილაინი" აცხადებს კონკურსს შიდა კონტროლის და რისკების მართვის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 12 ქვეყანაში 6 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი. ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/
http://veon.ge/
https://www.beeline.ge/

თანამდებობრივი მოვალეობები:

** რისკების და შიდა კონტროლების მართვის პროცესების წარმართვა კომპანიაში;
** რისკების მართვის რეგულარული ანგარიშების მომზადება და სისტემური აღრიცხვა;
** შიდა კონტროლების რეგულარული ტესტირება და დოკუმენტირება ჯგუფის მიერ მოწოდებული კრიტერიუმების ფარგლებში; კომპლაენსთან დაკავშირებული ფინანსური კონტროლების სტანდარტების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა კომპანიაში;
** რისკების მართვის (Enterprise Risk Management) კვარტალური შეხვედრების ჩატარება, ბიზნესის რისკების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით; რისკების გავლენის შესამცირებლად მართვის ზომების მიღება; სათანადო დაგეგმვის უზრუნველყოფა (გრძელვადიანი, მოკლევადიანი);
** საოპერაციო რისკებისა და კონტროლების სფეროში ხარვეზების გამოვლენა და სამოქმედო გეგმების შეთანხმება ხელმძღვანელობასთან;
** კომპანიაში საოპერაციო კონტროლების რეგულარული ანალიზი და კონტროლების მატრიცების რეგულარული განახლება აღრიცხვის სისტემაში;
** გლობალური სერვისული ორგანიზაციის ხელშეწყობა შიდა კონტროლების მოთხოვნების უზრუნველყოფაში და რეგულარული განახლებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის (ან მაგისტრის) ხარისხი ფინანსურ მენეჯმენტში ან ეკონომიკურ მეცნიერებებში;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შიდა კონტროლების და რისკების მართვის სფეროში ან მომიჯნავე - შიდა აუდიტის სფეროში; პრიორიტეტულია მუშაობის გამოცდილება დიდი ოთხეულის აუდიტორულ კომპანიაში (big 4)
** COSO, Sarbanes-Oxely and SEC/PCAOB, FCPA რეგულაციების ექსპერტული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია საერთაშორისო სერტიფიკატების ერთი ან რამდენიმე ეტაპის ფლობა (ACCA, CFA , CPA);
** MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო თვისებები:

** დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 3 ივნისამდე და სათაურის ველში მიუთითოთ "შიდა კონტროლის და რისკების მართვის მენეჯერი".

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს. ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru