www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** საკუთარი ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა/მონიტორინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაცია, დავალიანების აღმოფხვრის მიზნით;
** მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და/ან წერილის გაგზავნა კლიენტებთან;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა, სესხების დაფარვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ 2018 წლის 30 მაისამდე, მისამართზე: hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru