www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი, სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: მედპოლი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

ფარმაცევტული კომპანია "მედპოლი" (პოლფარმას ექსკლუზიური დისტრიბუტორი), აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. მარკეტინგის მენეჯერი (საქართველო, სომხეთი)

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება;
** მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა;
** კომპანიის და მისი ბრენდების პოზიციონირება ბაზარზე;
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება;
** რეპორტინგი კომპანიის დირექტორთან

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე, ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;

2. სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

სამუშაო აღწერილობა/მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება კლინიკებსა და აფთიაქებში;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა;
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.

სამუშაო პირობები:

საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: info@medpol.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რეგიონი.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru