www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტი - ზუგდიდი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ექსპერტის პოზიციაზე ზუგდიდში.

მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
** კრედიტების კონტროლი;
** მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** პირველობისკენ სწრაფვა;
** კომუნიკაბელურობა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
** სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ეკონომიკური);
** ძალოვან სტრუქტურაში ნამუშევარი კანდიდატის რეზიუმეს მიენიჭება პრიორიტეტი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10:00-18:00, შაბათს 10:00-14:00.
ანაზღაურება: ბონუსური სისტემით.
ანაზღაურება: ფიქსირებული 100 ლარი + ბონუსი.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ანაზღაურებას მაღალი ბონუსური სისტემით, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს, ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, დაწინაურების პერსპექტივას, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: mishvelia.otiko@gmail.com (თემა) მიუთითეთ იმ რეგიონის დასახელება, სადაც გსურთ დასაქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru