www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ტექნიკური შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** ტექნიკური სამსახურის მიერ მოწოდებული შესასყიდი სამეურნეო-ტექნიკური მასალების და სხვა პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
** მიღებული შეკვეთის პირველადი განაცხადის დეტალური მონიტორინგი; ბაზრის შესწავლა და შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება;
** კომპანიისათვის მისაღები ფასებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
** ყოველკვირეული ბიუჯეტის შედგენა და დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** დამტკიცებული ბიუჯეტის შემდეგ შესყიდვის განხორციელება;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან გადახდის/მოწოდების პირობების გაუმჯობესების თაობაზე;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და მუდმივად განახლება, ახალი მომწოდებლების მოძიება საუკეთესო პირობების მისაღებად;
** მომწოდებლებთან უშუალო კონტაქტი და შეკვეთებზე შეთანხმება;
** მომწოდებლისთვის შეკვეთის თავდაპირველი ფორმის მიწოდება; მომწოდებლის მიერ შეკვეთის დაკორექტირებული და გადმოგზავნილი ფორმის დამუშავება. მისი მიწოდება ცენტრალური საწყობისთვის;
** მომწოდებლების მხრიდან პროდუქციის მოწოდების მონიტორინგი;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** საწყობის შიდა ტერიტორიის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება და rs.ge-ზე ატვირთვა;
** პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან ყოველდღიური მითითებების მიღება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** MS Office, IC პროგრამების ცოდნა;
** სასურველია შესყიდვებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საგადასახადო აქტების ცოდნა, რომელიც შეესაბამება კერძო სექტორის ორგანიზაციას;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** აქტიური, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ტექნიკური შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru