www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ინოსისტემსი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

შპს "ინოსისტემსი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ფინანსური მენეჯერი

ძირითადი საქმიანობა:

** ფინანსური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური თვის დახურვა და მენეჯმენტთან რეპორტინგი;
** კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და საბუღალტრო საქმიანობის კონტროლი;
** ბიუჯეტების მომზადება - როგორც წლიური, ასევე საპროექტო;
** საგადასახადო და სტატისტიკის დეკლარაციების ჩაბარების მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით;
** სასურველია არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი.

ხელფასი შეთანხმებით.

2. იურისტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო სამართლის, შრომის სამართლის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სამართლებრივი დოკუმენტების - წესდების, დებულებების, ხელშეკრულებების, განკარგულებების შექმნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის, ბრძანებების მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადება, ექსპერტიზა, გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციის ვიზირება;
** საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრთან/სანოტარო ბიუროსთან/სასამართლოსთან ურთიერთობა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის წერილების მომზადება;
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა;

ხელფასი შეთანხმებით.

3. არქიტექტორი

მოთხოვნები:

** ბაკალავრის განათლება;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ან რუსული;
** გამოცდილება პროექტირებაში;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ArchiCAD, AutoCAD. უპირატესობა მიენიჭებათ MS Office Excel, Word, PowerPoint -ის მცოდნე კანდიდატებს.

თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მიზანზე ორიენტირებული.
** გუნდური და დაძაბული მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების მომზადება;
** კონსულტაციების გაწევა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება;
** პროექტის ბიუჯეტის დადგენა;

ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@innosystems.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის თემად მიუთითოთ "არქიტექტორი".

ტელეფონის ნომერი: 555 20 51 13; (032) 2 371 007



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru