www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული ბანკინგის პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 3 ივნისი

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული ბანკინგის პროდუქტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2596
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 03.06.2018
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ქართული - მშობლიური
** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი

უნარები:

** წერითი კომუნიკაცია
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციის უნარი
** პროექტის მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატიურობა

დამატებითი მოთხოვნები:

** ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: მარკეტინგი, სეილები, ბრენდინგი. დიჯითალ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ უპირატესობა;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიჯითალ მარკეტინგის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

სამუშაოს მიზანი:

ტრადიციული ბანკინგის ტრანსფორმაცია ციფრულ ბანკინგად, რაც გულისხმობს:

** ციფრული ბანკინგის არხების აქტიური მომხმარებლების ზრდას;
** ციფრულ არხებში საბანკო და სხვა გადახდების გადატანას;
** ციფრული არხებით საბანკო პროდუქტების და სერვისების გაყიდვას.

ციფრული ბანკინგის პორტფოლიო შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

** ინტერნეტ ბანკი;
** მობაილბანკი;
** TBC wallet;
** ჩეთ ბოტი;
** მარტივი გადარიცხვების სერვისი.

პროდუქტ მენეჯერის მიზნები:

პროდუქტ მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება:

** მიიღოს მონაწილეობა ტრადიციული ბანკინგის ციფრულ ბანკად ტრანსფორმაციის პროცესში, რომლისთვისაც საჭირო იქნება შეიმუშავოს და შემდეგ განახორციელოს სტრატეგია;
** ყოველთვიურად პასუხისმგებელი იქნება შეასრულოს ციფრული პროდუქტების ბიზნეს KPI-ები და აღნიშნულის შესასრულებლად დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა პროექტები.

პროდუქტ მენეჯერის მთავარი მოვალეობები:

** ციფრული არხების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
** სხვადასხვა განყოფილებებთან კოლაბორაციული მუშაობა სტრატეგიის შესასრულებლად (მარკეტინგი, რეპორტინგი, CRM-ი და პროდუქტების განვითრების გუნდი);

იყოს ბაზარზე მყიდველის ექსპერტი:

** იცოდეს კრიტერიუმები როგორ ყიდულობენ და იღებენ მყიდველები ყიდვისას გადაწყვეტილებას
** იცოდეს კონკურენტები და მათი ტაქტიკები

შეასრულოს ყოველთვიური ბიზნეს KPI-ები, რომლისთვისაც საჭირო იქნება:

** გაყიდვების არხების განსაზღვრა
** გაყიდვების ტაქტიკების შემუშავება
** პროდუქტის ტექნიკური დეტალების კლიენტისთვის მიმზიდველ და ღირებულების ენით შეფუთვა და მათთვის ინტერესის გაჩენა
** ციფრული პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, კლიენტებისთვის შეთავაზებების, აქციების, გათამაშებების მოფიქრება, თითოეულისთვის მარკეტინგული და გაყიდვების ღონისძიებების დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი
** რეპორტინგის და ანალიზის წარმოება, რომელსაც წარადგენს განყოფილების უფროსთან, საცალო ბიზნესის მართვის დირექტორთან და მის მოადგილესთან
** დისტანციურ არხებში ახალი საბანკო პროდუქტების გაყიდვების დამატება/განვითარებაზე ზრუნვა და რეკომენდაციების მიცემა

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2596



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru