www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - თელავი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

ქართულ ბაზარზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (ოქროს ექსპერტ-შემფასებლის) პოზიციაზე თელავში.

მდებარეობა: ქ. თელავი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურება
** კონვერტაციების ოპერაციების წარმოება
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება
** შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება
** ოქროს მიღება, შეფასება
** კომუნალური ოპერაციების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი - სასურველია)
** ძვირფასი მეტალების შეფასების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** ნაღდ ფულთან და ოქროსთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი
** პუნქტუალობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: bmk.miso@client.jobs.ge არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივნისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი თელავი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru