www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი
მომწოდებელი: ზრდასრულთა განათლების ქსელი
თანდართული ფაილი: app.zip
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად, ზრდასრულთა განათლების თემაზე.

ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ.

კონკურსში განსახილველად მიიღება, 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ტელე-რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი, ბეჭდვით, ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე) ან ფოტო-რეპორტაჟი თემაზე: "საქართველოს განათლების რეალობა და პრობლემები".

კონკურსში გამარჯვებულისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო - 1000 ლარი.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ნოემბერი.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო მასალები მოგვაწოდეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gaen.org.ge

საკონტაქტო პირი: თინათინ ხარშილაძე
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი ტელ: (+995) 32 2 22 25 84
ვებ-გვერდი: http://www.gaen.org.ge

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.

კონკურსი ტარდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru