www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: F&B მენეჯერი, სერვისის მენეჯერი, მიმტანი, ბარმენი
მომწოდებელი: Slot Club Imperial
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

საქართველოში ყველაზე დიდი სლოტ კლუბი "იმპერიალი" სულ მალე მიიღებს თავის პირველ სტუმრებს.

"იმპერიალი" ეძებს შემდეგ კადრებს სასმელებისა და კვების დეპარტამენტში:

1. F&B მენეჯერი

მოვალეობები:

** კომპანიაში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** რესტორნის ყოველთვიური გაყიდვებზე ზრუნვა და მიზნის მისაღწევად რესტორნის გუნდის ჩართულობის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** საკვების უსაფრთხოების პროცედურების უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციებზე დაყრდნობით, საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების გამოყენება, მომსახურე პერსონალის ტრეინინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
** მომსახურე პერსონალისათვის ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** რესტორანში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკისა და პროცედურის დაცვის გზით;
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** მენეჯერული თვისებების მატარებელი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება შერჩეულ კანდიდატებთან.

2. სერვისის მენეჯერი

მოვალეობები:

** ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა;
** სამუშაო ცვლის მართვა და კონტროლი;
** თანამშრომლებისგან ყოველდღიური რეპორტის ჩაბარება;
** სერვისის გაუმჯობესების მიზნით მუდმივად ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარება;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
** ინვენტარისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაცია;
** გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა და სიახლეების დანერგვა;
** მენიუს შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სტუმართა მომსახურების პროცესში მუდმივი ჩართულობა;
** რეპორტინგი კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის სუპერვაიზერის ან სერვისის მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel, Powerpoint)

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

3. მიმტანი

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** დარბაზის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები)

4. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე;
** თანამედროვე ბარის ორგანიზაციის, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ (CV) ფოტოსურათით ელ.მისამართზე: imperial@client.jobs.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru