www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: GSS კოდექსის კონსულტანტი/საკანონმდებლო ბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული პროგრამული სისტემები
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას GSS კოდექსის კონსულტანტზე / საკანონმდებლო ბაზის მენეჯერზე.

GSS კოდექსი წარმოადგენს ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ სხვადასხვა სახის ნორმატიულ აქტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მონიტორინგი გაუწიოს ახლად მიღებულ ნორმატიულ აქტებს
** უზრუნველყოს ახალი ნორმატიული აქტების პროგრამულ ბაზაში შეტანა
** ჩაატაროს კონსულტაციები ტელეფონით
** ჩაატაროს მომხმარებელთა ტრეინინგები
** გაუწიოს პროგრამასთან დაკავშირებული შესაბამისი ტექნიკური დახმარება
** სქესი - მდედრობითი (ასაკი 33 წლამდე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

** უმაღლესი განათლება იურიდიული
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერის ცოდნა (Windows; Microsoft Word; Excel; FrontPage)
** GSS კოდექსში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული უნარები:

** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** ანალიტიკური აზროვნების მქონე
** შესაძლებლობა იმუშაოს რამოდენიმე საქმეზე ერთდროულად
** შესაძლებლობა პრაქტიკულად გადაჭრას პრობლემები

თუკი აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ინგლისურად ან ქართულად: t.paksashvili@gss.ge 2018 წლის 23 ოქტომბრამდე. გთხოვთ, "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru