www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი - რეგიონები
მომწოდებელი: ODIHR
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

მოკლევადიანი დამკვირვებლების (STOs) მძღოლების მოვალეობების აღწერა:

მოკლევადიანი დაკვირვების საქმიანობის შესრულებისას, მძღოლი ვალდებულია დამკვირვებლებს მოემსახუროს შესაბამისი ავტომანქანით მათთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მძღოლი ექვემდებარება და მომსახურებას უწევს ორ მოკლევადიან დამკვირვებელს. მძღოლის წინასწარ შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებენ შესაბამისი უბნის გრძელვადიანი დამკვირვებლები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მოკლევადიანი დამკვირვებლები იღებენ.

მოვალეობები:

** მოკლევადიანი დამკვირვებლების უბანი შესაძლოა მოიცავდეს როგორც დიდ ქალაქებს, ასევე სოფლებს.
** მძღოლის მოვალეობაა, რომ დამკვირვებლებს მოემსახუროს შესაბამისი, ტექნიკურად გამართული ავტომანქანით, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. სახელმძღვანელოდ შესაძლებელია გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი ჩამონათვალი, რომელიც განსხვავდება მისიის ქვეყნების მიხედვით.
** მძღოლი პასუხისმგებელია ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე, ყოველდღიურად უნდა შეამოწმოს ზეთის, წყლის, მუხრუჭების და სხვ. მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეასრულოს ავტომანქანის სარემონტო სამუშაოები.
** მოკლევადიანი დამკვირვებლების ზედამხედველობის ქვეშ შეადგინოს დადგენილი მარშრუტი მათთვის განსაზღვრულ უბანში.
** მძღოლი მისიის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის წესების დაცვით უნდა მოემსახუროს მოკლევადიან დამკვირვებლებს და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო მგზავრობა.
** ავტომანქანა უნდა იმყოფებოდეს ყოველთვის სუფთა მდგომარეობაში.
** უზრუნველყოს წესების და რეგულაციების დაცვა მომსახურების დროს და ასევე ავტო-საგზაო შემთხვევისას.

გამოცდილება და უნარები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი (ან სასურველია მეტი) გამოცდილება.
** მომსახურების არეალის/რაიონის კარგი ცოდნა
** მოქმედი მართვის მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები
** სასურველია მძღოლად მუშაობის გამოცდილება მცირე ჯგუფებთან (ტურიზმის სფერო, წინა წლების საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, პროფესიონალ მძღოლად მუშაობის გამოცდილება)
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
** არასამუშაო საათებში მუშაობის შესაძლებლობა
** გუნდის წევრად მუშაობის უნარი და სურვილი
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.

სამუშაო პერიოდი:

2018 წლის 26 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის შუალედში.
სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 დღიდან 5 დღემდე.
სამუშაო ადგილი: რუსთავი- გარდაბანი-მარნეული.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (გთხოვთ, მასში ასევე მიუთითოთ მანქანის ტექნიკური მონაცემები: მანქანის ტიპი და წარმოების წელი) და მანქანის სურათი ელფოსტის მისამართზე: lto6@odihreom.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებთან, რომელთაც დანიშნულ დღეს რუსთავში უნდა წარმოადგინონ მანქანა და საჭირო საბუთები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru