www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური კონტროლიორი/მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Nova Poshta
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის და მოლარე-ოპერატორის თანამდებობებზე თბილისის ფილიალისათვის.

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებსა და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

1. ფინანსური კონტროლიორი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის  გავლის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Word, Excel, Power Point, 1С)
** IFRS-ის მიხედვით ფინანსური  და ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა.

პროფესიული კვალიფიკაცია:

** ბიუჯეტირების პროცესების ცოდნა, ფასთაწარმომავლობისა და  ფაქტობრივი ანალიზის გეგმა;
** ფინანსური ანგარიშგების მექანიზმის ცოდნა: BS (Balance Sheet), IS (Incom Statement), CF (Cash Flow);
** კომპანიის ფულადი სახსრების მართვის უნარი.

უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული

2. მოლარე-ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები: 

** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს ბრუნვის წარმოება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** საოპერაციო მომსახურება;
** ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების წარმოება;
** პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება/გატარება; 
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება (ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით);
** მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (1C და Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
** ოპერატიულობა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა; 
** დეტალებზე ორიენტირება.

მოლარე-ოპერატორის ანაზღაურება: 500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR-GE@np-int.com არაუგვიანეს 2018 წლის 02 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru