www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება HR სამსახურში
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. "აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
** კონტრაქტების მომზადება თანამშრომლებთან და მომწოდებლებთან;
** საკადრო ბრძანებების მომზადება;
** HR დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** პერსონალის შერჩევის პროცესში თანამონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან იურდიული მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru