www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი შერჩევის განყოფილებაში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

კომპანია "ბი ემ სი  გორგია"  აცხადებს  3-თვიან სტაჟირებას  შერჩევის განყოფილებაში.

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.მათ მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია"  ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და  "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.  

ჩვენ გთავაზობთ:

** პატივისცემაზე,პროფესიონალიზმსა და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს.
** ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას;
** კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია   "გორგიას"  მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებასა და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური  გუნდის წევრი!

ძირითადი მოვალეობები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე
** გასაუბრებებისა და ტესტირებების დაგეგმვა/ჩატარების უზრუნველყოფა
** კანდიდატების  სარეზერვო ბაზის შექმნა
** სხვადასხვა ტიპის მონაცემთან ბაზებთან მუშაობა
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი სტაჟირება შერჩევის მიმართულებით
** ინგლისური ან/და რუსული ენების  ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე  პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** აქტიური
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV 24 ოქტომბრის ჩათვლით,  შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!  



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru